ფეხბურთი

22:40 | 27.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

სტოუნზის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

“მანჩესტერ სიტის” და ინგლისის ნაკრების ცენტრალური მცველის ჯონ სტოუნზის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და შესაძლოა, მომავალ ტურში თამაში მოახერხოს.

22 წლის ფეხბურთელმა “ჰალთან” მოგებულ (3:0) მატჩში მუხლი იტკინა და მე-18 წუთზე მოედნის დატოვება მოუწია. საბედნიეროდ, ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ხოსეპ გვარდიოლას თქმით, ჯონმა შესაძლოა 31-ში “ლივერპულთან” საგარეო შეხვედრაში თამაშიც მოახერხოს.

სტოუნზმა მიმდინარე სეზონში “სიტის” მაისური 22-ჯერ მოირგო.

0.123008