ფეხბურთი

22:00 | 27.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

სნეიდერის უარი ჩინელებს

ჰოლანდიის ნაკრების და “გალათასარაის” ნახევარმცველმა უესლი სნეიდერმა ჩინეთში გადასვლაზე უარი განაცხდა – იუწყება ცნობილი გამოცემა Goal.Com–ი.

აღნიშნული წყარო თურქულ პრესაზე დაყრდნობით წერს, რომ გამოცდილ მოთამაშეს ჩინური სუპერლიგის ერთ-ერთი კლუბი წელიწადში 25 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა უესლიმ თურქეთში დარჩენა არჩია.

32 წლის ჰოლანდიელი სტამბოლში 2013 წლიდან თამაშობს და მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს. მან მიმდინარე სეზონში “გალათასარაის” მაისური 16-ჯერ მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.571426