ფეხბურთი

21:52 | 27.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

IFFHS: ნოიერი წლის საუკეთესო მეკარეა

ფეხბურთის საერთაშორისო სტატისტიკისა და ფეხბურთის ფედერაციამ, ანუ, იგივე IFFHS-მა 2016 წლის მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების კარის დარაჯი მანუელ ნოიერი დაასახელა. 30 წლის გერმანელმა აღნიშნული წყაროს ვერსიით საუკეთესოობა ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა.

ნოიერმა საბოლოოდ 156 ქულა დააგროვა და საგრძნობლად გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ჯანლუიჯი ბუფონს, რომელმაც 91 ქულა მოიპოვა. საუკეთესო სამეულში მოხვდა პორტუგალიის ნაკრების მეკარე რუი პატრისიუც.

სხვათა შორის, ნოიერი IFFHS-ს ვერსიით გაუტოლდა ჯიჯი ბუფონს, რომელიც საუკეთესოდ 2003, 2004, 2006 და 2007 წლებში დაასახელეს. მათზე მეტჯერ საუკეთესოს წოდება საერთაშორისო სტატისტიკისა და ისტორიის ფედერაციამ მხოლოდ იკერ კასილიასს მიანიჭა. ესპანელი 2008-2012 წლებში ზედიზედ გახდა ნომერ პირველი.

საგულისხმოა, რომ ჯანლუიჯი ბუფონი ერთი საინტერესო რეკორდის მფლობელია: იგი ერთადერთი მეკარეა, რომელიც წლის საუკეთესო მეკარეთა ათეულში 1999 წლიდან დღემდე ყოველთვის მოხვდა. აქვე გეტყვით, რომ IFFHS-ს ბუფონი XXI საუკუნის საუკეთესო მეკარედ ჰყავს დასახელებული.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ France Football-ის ჩატარებულ “ოქროს ბურთის” გამოკითხვაში ბუფონი მეცხრე ადგილზე გავიდა, მაშინ როცა ნოიერი ხმის და შესაბამისად, შეფასების გარეშე დარჩა.

IFFHS-ს 2016 წლის საუკეთესო მეკარეთა ათეული კი შემდეგნაირია:

მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”, გერმანია) – 156 ქულა

ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”, იტალია) – 91

რუი პატრისიუ (“სპორტინგი”, პორტუგალია) – 50

კლაუდიო ბრავო (“ბარსელონა”, მანჩესტერ სიტი”, ჩილე) – 45

დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ესპანეთი) – 37

იან ობლაკი (“ატლეტიკო”, სლოვენია) – 31

უგო ლორისი (“ტოტენჰემი”, საფრანგეთი) – 29

კეილორ ნავასი (“რეალი”, კოსტა რიკა) – 18

ტიბო კურტუა (“ჩელსი”, ბელგია) – 13

დენის ინიანგო (“მამელოდი სუნდოუნსი”, უგანდა) – 5

0.109353