კალათბურთი

18:29 | 27.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ანტირეკორდი მე-13 ტურში

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ოცდამეექვსე ეროვნული ჩემპიონატის მეცამეტე ტურში მიმდინარე ჩემპიონატის ერთი ანტირეკორდი დამყარდა. ,,რუსთავი’’- ,,დინამოს’’ შეხვედრის დროს ქვემოქართლელთა ამერიკელმა ლეგიონერმა ჩარლი ლიმ ბურთი ცხრაჯერ დაკარგა.

ძველი ანტირეკორდი, რვა-რვა დაკარგვა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრის, ,,მგზავრების’’ უკანახაზელ ოთარ ფხაკაძისა და ,,ბათუმის’’ უკრაინელი ლეგიონერის ილია შემოსიუკის ანგარიშზე იყო.

0.118617