ფეხბურთი

16:18 | 27.12.2016 | ნანახია 2136 - ჯერ

კანკავას გარშემო ყველაფერი ნორმალურადაა

ერთი კვირის წინ გაჩნდა ინფორმაცია, ჯაბა კანკავს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვსო. ეს ფრანგული "რეიმსის" მწვრთნელმა მიშელ ტერ-ზაქარიანმა თქვა, თუმცა როგორც გაირკვა, გაუგებრობა მომხდარა და კანკავა კვლავაც მზადაა სათამაშოდ.

იმ დროს ჯაბას ფეხი სტკიოდა და მწვრთნელისთვის უთხოვია, რომ ერთ მატჩში დასვენების უფლება მიეცა.

საფრანგეთის ლიგა 2 13 იანვარს განახლდება, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ იანვარში კანკავამ კლუბი შეიცვალოს. მას "რეიმსთან" კონტრაქტი აქვს, მაგრამ ფრანგულ პრესაში იწერება, რომ თუ მსურველი კლუბი გამოჩნდება და მსუყე თანხასაც შესთავაზებს, რეიმსელები უარს არ იტყვიან.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:38 | 28.12.2016
braziliano84 (1301)

ლიგა 1-ის კლუბში თუ გადავა სადმე, კარგი იქნება...

18:59 | 27.12.2016
ogafa (10230)

ალბათ კლუბსაც შეიცვალის

16:53 | 27.12.2016
BEERTRANCE (97819)

წარმატებები

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.058882