საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად შალვა დუნდუა დაინიშნა, რომელიც აქამდე ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრებში მუშაობდა. 32 წლის სპეციალისტი ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში 2007 წლიდან ირიცხება, ამჯერად კი ის მთავარი მწვრთნელის პოსტს ჩაიბარებს.
კრივის ეროვნული ფედერაციის სამდივნოში განაცხადები, დუნდუას გარდა, ასევე შეტანილი ჰქონდათ: ბექა ლობჟანიძეს, ავთო შოშიაშვილს, თენგიზ მესხაძესა და ბონდო მამულაშვილს. ფედერაციის ხელმძღვანელებს გადაწყვეტილების მიღება და არჩევანის გაკეთება ამ კანდიდატს შორის მოუწიათ.
საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელის გიორგი გულბანის განცხადებით, ფედერაციის დღევანდელ სხდომაზე ყველა კანდიდატის პროგრამა განიხილეს, რის შემდეგაც პრეზიდიუმის წევრებმა, ვეტერან ღვაწლმოსილ მოკრივეებთან ერთად, არჩევანი დახურულ კარს მიღმა გააკეთეს. დღესვე, მთავარი მწვრთნელები დაენიშნათ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებ გუნდებსაც.