კალათბურთი

12:30 | 27.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

,,დელტამ’’ ,,ა’’ ლიგა შეავსო

საქართველოს საკალათბურთო ,,ა’’ ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა და გაირკვა იმ მეექვსე გუნდის ვინაობა, რომელიც 2016-2017 წლების საკალათბურთო სეზონში ,,ა’’ ლიგაში იასპარეზებს. ,,არენა- 76’’-ს, სეუ-რინოს, ,,წყალტუბოს’’, ,,ჰიუნდაი’’- თსუსა და ,,ტიტების’’ შემდეგ, ,,ა’’ ლიგაში თამაშის უფლება მარნეულის ,,დელტამ’’ მოიპოვა, რომელმაც ამ ლიგის აწ უკვე ყოფილი გუნდი, შავი ზღვის უნივერსიტეტი (IBSU) ორმატჩიან სერიაში 2:0 დაამარცხა.

,,დელტა’’- IBSU-ს პირველი შეხვედრა მარნეულელებს ათი ქულის სხვაობით 84:74 ჰქონდათ მოგებული. ,,დელტას’’ ,,ა’’ ლიგის საგზურის მოპოვება მეორე შეხვედრის წაგების შემთხვევაშიც შეეძლო, თუ ათ ქულაზე მეტი სხვაობით არ დამარცხდებოდა.

შავი ზღვის უნივერსიტეტის გუნდს, რომელიც მთლიანად ქართველი კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული, მეორე შეხვედრაში ცუდად არ უთამაშია. მეორე მეოთხედში იგი ცხრა ქულითაც კი დაწინაურდა, მაგრამ ვერ შეძლო მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება, ამჯერად უფრო დიდი ანგარიშით 75:86 დამარცხდა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ,,ა’’ ლიგის საგზური ,,დელტამ’’ მოიპოვა.

ამ შეხვედრაში ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი IBSU-ს ახალგაზრდა კალათბურთელი სოსო გოგნაძე იყო, რომელმაც 29 ქულითა და 21 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ,,დელტას’’ კალათბურთელებიდან ყველაზე მეტი 22 ქულა სოსო ლეჟავამ დააგროვა. ორმაგი დუბლები კი მარნეულელთა ამერიკელმა ლეგიონერებმა დეანდრე რეიმ (17 ქ. 14 მ.) და კელვიდ დაუნსმა (15 ქ. 13მ.) შეასრულეს.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.11516
სარეკლამო ადგილი - 99
X x X