ფუტსალში საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თასის წლევანდელი გათამაშების ფინალში ერთმანეთს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (თსუ) და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) გუნდები დაუპირისპირდნენ.
ახალ ოლიმპიურ სასახლეში პირველივე წუთებიდან საინტერესო თამაში წარიმართა, მაგრამ მეორე ტაიმამდე ანგარიში არ გახსნილა. თასის მფლობელის ვინაობის გასარკვევად ერთი გოლი აღმოჩნდა საკმარისი.
ფუტსალში საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თასის მფლობელი თსუ გახდა. ზედიზედ მესამედ (2014, 2015, 2016). ასე რომ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა 25 ოქტომბერს დაწყებული გათამაშება (რომელშიც 29 სასწავლებელი მონაწილეობდა) ახალი წლის ბოლოს მოგებული თასით აღნიშნა.
თსუს ზურგს უმაგრებს სტუდენტური ლიგის ორჯერ მოგებაც. სტუდენტური ლიგა ამდენივეჯერ აქვს მოგებული საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს.
ფინალის შემდეგ გამოვლინდა საუკეთესო მეკარე და მოთამაშე. აქაც საუკეთესონი თსუ-ს წარმომადგენლები აღმოჩნდნენ. საუკეთესო მეკარედ ნიკოლოზ ფხაკაძე აღიარეს, ხოლო მოთამაშედ - ფინალის ერთადერთი გოლის ავტორი ნიკოლოზ კურტანიძე.
თსუ: ნიკა ფხაკაძე, თოკო კვიტატიანი, თოკო ტურავა, ლუკა თავზარაშვილი, ნოდარ ქურცაძე, ნიკა კურტანიძე, თოკო ქართველიშვილი, ბექა ონიანი, შალვა კაპანაძე, მიხეილ თევზაძე (კ), თემურ ექიზაშვილი, ლიკა გეწაძე.
სეუ: ირაკლი ლეჟავა, დიტო ანდღულაძე (კ), დიმა მაყიშვილი, გოგლა ჭოხონელიძე, ზუკა გარსევანიშვილი, ოთო არველაძე, გიორგი თურმანიძე, ლევან ჩაჩუა, ლევან ყურაშვილი, ნუკრი კობალაძე.