ჭადრაკი

11:31 | 27.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფანცულაიამ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს მოუგო

მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე რაპიდსა და ბლიცში, რომელსაც ყატარის დედაქალაქი დოჰა მასპინძლობს, სენსაციური შედეგი დაფიქსირდა. მისი ავტორი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ტურნირის მონაწილეთა შორის 56-ე რეიტინგის მქონე ლევან ფანცულაია (2662) გახდა, რომელმაც რაპიდის მეორე ტურში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მაგნუს კარლსენს(2906) მოუგო.

პირველ ტურში ფანცულაია იან ნეპომნიაშცის(2822, რუსეთი) დაუზავდა, მომდევნო ტურებში ნეპომნიაშცის თანამემამულეებიდან დმიტრი იაკოვენკოსა(2699) და ევგენი ტომაშევსკის(2710) მოუგო, ხოლო ვლადისლავ არტემეევთან ყაიმი გააკეთა.

ხუთი ტურის შემდეგ ფანცულაიას ოთხი ქულა აქვს და ექვს მოჭადრაკესთან ერთად მეოთხე -მეცხრე ადგილებს ინაწილებს.

რაც შეეხება სხვა ქართველ მოჭადრაკეებს, ბაადურ ჯობავა 3,0 ქულით 35-ე , ყუფარაძე 2 ქულით 70-ე, ხოლო მიხეილ მჭედლიშვილი 1,5 ქულით 86-ე ადგილზეა.

ქართველი ქალებიდან საუკეთესო შედეგი ნინო ბაციაშვილსა(2417) და ლელა ჯავახიშვილს (2461)აქვთ, რომლებმაც 4 ტურის შემდეგ 2,5-2,5 ქულა დააგროვეს და შესაბამისად მეექვსე და მეცხრე ადგილზე იმყოფებიან. 2 ქულით მეცხრამეტეა ნანა ძაგნიძე (2549), სოფო გვეტაძე(2326) 1,5 ქულით 24-ეა, მაკა ფურცელაძე ( 2359) 1 ქულით 29-ეა, ხოლო მერი არაბიძე (2395) 0,5 ქულით 32-ე ადგილი უკავია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114727