“თქვენ ირჩევთ” – 2016 წლის ბოლო თვის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს WORLDSPORT.GE-ს მკითხველი გამოავლენს. წინა თვეებისგან განსხვავებით, ამჯერად უფრო სიხალვათეა ნომინანტებში, თუმცა ამას ობიექტური მიზეზი გააჩნია: დეკემბერში მაინცდამაინც ბევრ ქართველ ლეგიონერს არ უთამაშია და შესაბამისად, ღირებულიც არაფერი შეუქმნიათ.
თუმცა, გვყავს ოთხი კანდიდატი, რომელთაც ძალზე წარმატებული თვე გამოუვიდათ. სხვათა შორის, ოთხივე თავდამსხმელია: ნიკა კაჭარავა, ლევან მჭედლიძე, გიორგი ქვილითაია და ბუდუ ზივზივაძე.
აღსანიშნავია, რომ წინა სამი გამოკითხვის გამარჯვებულები, ჯანო ანანიძე, ვაკო გვილია და თორნიკე ოქრიაშვილი სიაში ვერ მოხვდნენ. რა გასაკვირია, რუსეთისა და ბელორუსის ჩემპიონატები დეკემბრის დასაწყისში ზამთრის პაუზაზე გავიდა, შესაბამისად, მათ თამაშის შესაძლებლობა არ ჰქონიათ.
“თქვენ ირჩევთ” ჩვენს ვებგვერდზე მომდევნო სამი დღის განმავლობაში იქნება განთავსებული და ხმის მიცემა ნებისმიერი ადამიანს შეეძლება, ოღონდ ერთხელ, ერთ კონკრეტულ კანდიდატზე. აქვე გეტყვით იმას, რომ სტატია რამდენჯერმე განახლდება. ანუ, დროს შეიცვლის. მოკლედ, წესები უცვლელია. მანამდე კი, 2016 წლის ბოლო თვის ნომინანტებზე უფრო ვრცლად გიამბობთ:
ლევან მჭედლიძე (“ემპოლი”, იტალია) – 26 წლის ქართველმა ფორვარდმა არამარტო ქართული, არამედ იტალიური მედია აალაპარაკა. ბოლო დროს არცთუ იშვიათად შეხვდებოდით აპენინურ გამოცემებში ლევანზე სტატიებს. მჭედლიძემ მართლაც დიდებულად ითამაშა დეკემბერში: 3 თამაში და 3 გოლი იტალიის სერია A-ში. ჩვენებური კალჩოს ტურის სიმბოლურშიც მოხვდა ერთხელ. გოლებს რაც შეეხება, “კალიარისთან” დუბლი გაიფორმა, ხოლო “ატალანტას” ერთხელ გაუტანა. ლევან მჭედლიძემ 2016 წელი ისე დაასრულა, რომ სამომავლო იმედი ქართველ გულშემატკივარში აშკარად გააჩინა. თითქოს, თავიდან დაიბადა და ფეხბურთის თამაშიც თავიდან დაიწყო. მთავარია ტრავმებმა არ დატანჯოს, თორემ მონაცემები რომ აქვს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მოკლედ, ლევან მჭედლიძე ნომინანტებში სრულიად დამსახურებულადაა.
ნიკა კაჭარავა (“ეთნიკოსი”, კვიპროსი) – 4 თამაში, 5 გოლი – ასეთია ნიკა კაჭარავას დეკემბრის მონაგარი. ამას თუ ერთ საგოლე გადაცემასაც დავუმატებთ, უფრო სოლიდურ სახეს მიიღებს მისი თამაში. კაჭარავამ დუბლი შეასრულა ორჯერ, “არისთან” და “ზაკაკოიუსთან”, ხოლო “აელს” გოლი გაუტანა და საგოლე პასიც მიითვალა. მოკლედ, ნიკას დიდებული თვე ჰქონდა. აშკარაა, რომ 22 წლის ფორვარდი პროგრესის გზას ადგას. კაჭარავა დეკემბერში კვიპროსის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა, რაც პატარა აღიარება სულაც არაა.
ბუდუ ზივზივაძე (“სამტრედია”) – დეკემბერში ბუდუ ზივზივაძემ სულ ორი თამაში ჩაატარა, მაგრამ გამორჩეულთა შორის დამსახურებულად მოხვდა. სხვათა შორის, უკვე მესამედ. 22 წლის ფეხბურთელმა საჩემპიონო ფინალში საჩხერის “ჩიხურასთან” გმირის სახელი დაიგდო. ჯერ, “ეროსი მანჯგალაძეზე” დიდებული ორი გოლით საკუთარ გუნდს მოაგებინა, მერე საპასუხო მატჩში ჯერ პენალტი მოინადირა, მერე საგოლე გადაცემა გააკეთა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
გიორგი ქვილითაია (“რაპიდი”, ავსტრია) – გიორგი ქვილითაია ნელ-ნელა ვენის “რაპიდის” სასტარტო შემადგენლობას უშინაურდება. დეკემბერში 23 წლის თავდამსხმელმა 4 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. 11 დეკემბერს, “რიდის” კარი ორჯერ დალაშქრა. ეს გიორგის პირველი დუბლი გახლდათ ავსტრიაში. ნურც, ევროპა ლიგის მატჩს დავივიწყებთ ბილბაოს “ატლეტიკის” წინააღმდეგ, სადაც ჟოელინტონმა ბასკთა კარი სწორედ ქვილითაიას დიდი დახმარებისა და აქტიურობის შედეგად დალაშქრა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ქვევით წერს ერთი რო გაუვარდა ერთხელა აყვავდაო. მაგის პასუხი სტატიის სათაურშია. ამ თვეში მჭედლიძე იმსახურებს და სხვა დროს დაუმსახურებლად ნაღდად არმივცემ ხმას. მირჩევნია ვინმე პერსპექტიული ახალგაზრდა წავახალისო ჩემი ხმით თუ ისიც დაიმსახურებს
stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=ijoC4Gx_vGo&t=15s')>0?'https://www.youtube.com/watch?v=ijoC4Gx_vGo&t=15s':'https://www.youtube.com/watch?v=ijoC4Gx_vGo&t=15s'))
ზოგადად წლის კი ოქრიაშვილი, რუსეთის ისტორიაში მარადიული ტოპ ხუთეულის გოლის ავტორია ფაქტიურად !
ნაკრებს რომ თავი დავანებოთ, მარტო ისეთი შეუგდო რუსებს, საშვილიშვილოდ მოუკლავთ გულს !
საქართველოს ჩემპინატიდან კი ეკუთვნის ზივზივაძეს და სამტრედიას ჯილდოები !
Budusheeeee daidos
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
როგორც ქვემოთაც ვახსენე აინშტაინის სიტყვები, ყველაფერი ფარდობითია DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
?
ამ სეზონში 10 გოლი გაიტანოს და იუვეში მიმყავს
Buduuu
)
ლევანიშე მხეციშე
ყველაძე ძლიერ ლიგაში მჭედლო თამაშობს და ყველაზე კარგად ითამაშა დეკემბერში, კვიპროსები და დოღ ლიგაში მეც გავიტან გოლს
ტოჟე პრავდა,მარა მაინც ბუდუნაა ჩემთვის..
მჭედლიძე უდაოდ არის დეკემბრის თვის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი! ამდენი ტრავმიანობის და წვალების და უიღბლობის შემდეგ საოცარ ფორმაში არის, რაც გმირობის ტოლფასია. ლევანი ყოველ თვე თუ გაიტანს სამ გოლს სერია ა-ში, წლის ბოლოს 36 გოლი ექნება
ლევანს ვუსურვებ ბედნიერ და ჯანმრთელ ახალ 2017 წელს! წარმატებები და გოლები (მოწინააღმდეგის კარში
) არ მოკლებოდეს მას და ყველა ქართველ ფეხბუეთელს!
რამდენ თვეში მთავრდება სერია ა?
ბუდუ დაიდოს
ჩემი ხმა ვატაკე ბუდუნას ბრატ..დდ
Sagol
რის მჭედლიძე სასტავ ბუდუს დაუფასოთ გარჯა
შოტლანდიას როგაუტანა სადებიუტო მატჩი შესარჩევში იმის მერე მგონი ნაკრებში არც გაუტანია ეტყობა დაიგინა ამის მერე ვინც გაიტანოსო:დ
იმიტოა ჩვენი საქმე ერთ ადგილას. კარიერაში ერთხელ რაღას გაუვარდებათ და ეგრევე სუპერ ფეხბურთელი ხდება. ათასში ერთხელ ისიც ყვავდებაო ნათქვამია. 3 გოლი გაიტან მაგრამ ვის გაუტანა კალიარის და ატალანტას. კაჭარავა უფრო სტაბილურია ამ ეტაპზე
საიდანაც არ უნდა მოუარო, ყველა გზა მჭედლიძესთან მიდის DDD
არა რა ბრატცი
ჩემი ხმა კაჭარავას ვგულშემატკივრობ
ემპოლის საუკეთესო ბომბარდირია მჭედლიძე მიმდინარე სეზონში სხვათაშორის

სერია ა-ში 3 თამაშში 3 გოლს ეკაიფებით?? რა თქმა უნდა ლევანი მაგრამ ამას თუ მოვესწრებოდი ნაღდად არ მეგონა

ლევანის იმსახურებს ჩემი აზრით. ბუდუც კარგი იყო...
ბუდუ დავით ძმა
ლევანი იმსახურებს ამას ნამდვილად.stripslashes((strlen('www.geosesxebi.ge')>0?' www.geosesxebi.ge':' www.geosesxebi.ge'))
წელი, რომ არ იყოს მითითებული, უფრო საინტერესო გამოკითხვა გამოვიდოდა....
ჩემი ხმა ბუდუს - იმ შეცდომისთვის რაც ჩვენმა კლუბმა მის მიმართ ჩაიდინა....
კაჭარავას ძალიან ვგულშემატკივრობ მაგრამ კვიპროსის ჩემპიონატი ძალიან სუსტია
ჩემი ხმა ლევან მჭედლიძეს.
როგორ მეგონა რო ის დრო მოვიდოდა რო ტოპ- ფეხბურთელი არ გვყავს იმენა მაგარი უდარდელი და ზარმაცი თაობა მოდის.
=1
kacharavas miveci xma
საუკეთესო
ყველაფერი ფარდობითია DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
პივაშეეეეეეეეეეეეეეეეე
აინშტაინს ხო არ იცნობიდ?
DDDDDDDDDDDD
აი ახლა ვფიქრობდი ნუთუ მარტო მე მომაფიქრდა თქო DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
ნავალოვსკი ნეფტჩიში გადასულა
წინსვლაააააააა
რაღა დროს ნავალოვსკის წინსვლაა
ხმას როგორ არ მივცემ მაგრამ არსებობს კი ქართველი ფეხბურთელი????????
სიმართლეშეეეეეეე
მჭედლიძეს მივეცი ხმა, რას მოვესწარი