ფეხბურთი

23:56 | 26.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

"სპარტაკს" თორნიკე ოქრიაშვილი არ აინტერესებს

რუსეთის პრემიერლიგის ერთპიროვნული ლიდერის, მოსკოვის “სპარტაკის” ინტერესის სფეროში ქართველი ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი არაა. როგორც “სპორტ-ექსპრესი” წერს, 24 წლის ოქრიაშვილით რეალურად “სახალხო გუნდი” დაინტერესებული არ ყოფილა.

რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს, “სპარტაკი” თორნიკეს გადაბირებას აპირებდა, მაგრამ ავტორიტეტულმა გამოცემამ გარიგება გამორიცხა.

თორნიკე ოქრიაშვილმა პრემიერლიგის პირველ წრეში 9 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088496