News

0:38 | 27.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევროპიდან გზა ისევ ჩინეთში მიდის

ევროპიდან ჩინეთში ფეხბურთელთა გადინებას დასასრული არ უჩანს. Sky sport-ის ცნობით, ფლორენციის “ფიორენტინასა” და ხორვატიის ნაკრების ფორვარდი ნიკოლა კალინიჩი უკვე შუეთანხმდა “ტიანჯინ ქუანჯიანს” და იანვარში კლუბთან კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს.

როგორც ცნობილი ხდება, კალინიჩი აზიაში წლიურად 12 მილიონ ევროს მიიღებს გასამრჯელოს სახით.

28 წლის ნიკოლა კალინიჩი “ფიორენტინაში” 2015 წლის ზაფხულიდან მოყოლებული თამაშობს. მიმდინარე სეზონში კი, “იების” რიგებში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 შეხვედრაში 12 გოლის გატანა შესძლო.

0.11245