ფეხბურთი

22:06 | 26.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

"32 ათასი ჯეიმი ვარდი" ლესტერში

ინგლისის მოქმედ ჩემპიონ “ლესტერის” გულშემატკივრებმა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას პროტესტი ორიგინალურად გამოუხატა. კერძოდ, “მელიების” ფანები გუნდის წამყვანი ფეხბურთელის, ჯეიმი ვარდის სამმატჩიან დისკვალიფიკაციას არ ეთანხმებიან და ლივერპულის “ევერტონთან” შეხვედრის წინ, ტრიბუნებზე ვარდის ნიღბებით შეავსეს.

“კინგ ფოუერ სთედიუმზე” “32 ათასი ჯეიმი ვარდი იყო” – ისე, საინტერესო სანახავი გამოდგა მართლაც.

ჯეიმი ვარდიმ დისკვალიფიკაცია “სტოკ სიტისთან” თამაშში მიიღო, როდესაც მამე ბრიამ დიუფს ეუხეშა. საფეხბურთო ასოციაციის გადაწყვეტილებით კი, მას “ბოქსინგ დეის” გამოტოვება მოუწევს.

0.115995