ინგლისის პრემიერლიგის ერთპიროვნულმა ლიდერმა ლონდონის “ჩელსიმ” პირადი რეკორდი დაამყარა. საქმე ისაა, რომ დღეს, “არისტოკრატებმა” შინ 3:0 “ბორნმუთს” და პრემიერლიგაში ზედიზედ მე-12 თამაში მოიგეს. ეს კი, “ჩელსის” ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
ახლა, ანტონიო კონტეს გუნდი თანაქალაქელი “არსენალის” რეკორდს უმიზნებს, რომელსაც თავის დროზე ინგლისის ჩემპიონატში მიჯრით 14 მატჩი აქვს მოგებული.
“ჩელსიმ” ბოლოს სწორედ “არსენალთან” წააგო 24 სექტემბერს. იმის შემდეგ ლონდონური გუნდი მიყოლებით იგებს თამაშებს და პრემიერლიგას 43 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს.