23 წლის მცველი გიორგი ჯიქია მოსკოვის "სპარტაკის" ფეხბურთელი გახდა. ამის შესახებ ჯიქიას აწ უკვე ყოფილი კლუბის, პერმის "ამკარის" პრეზიდენტმა გენადი შილოვმა განაცხადა.
დეტალები არ დაზუსტებულა, მაგრამ როგორც დაიწერა, კონტრაქტი 4,5-წლიანია.
ჯიქიამ რუსული პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 16 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
გიორგი ჯიქია რუსეთის მოქალაქეა, რუსეთის ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს, მაგრამ სათადარაგოებში იყო და თამაში არ მოუწია.