ფეხბურთი

17:55 | 26.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

იარაბეკს "დინამოს" ორი ფეხბურთელი სურს

თბილისის "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი იურაი იარაბეკი ამჟამად სლოვაკეთის "ზლატე მორავცეს" თავკაცი გახლავთ. როგორც შევიტყვეთ, იარაბეკს ორი ქართველი ფეხბურთელის წაყვანა სურს: საუბარია ლაშა პარუნაშვილსა და ვახტანგ ჭანტურიშვილზე.

"ზლატე მორავცე" სლოვაკეთის 12-გუნდიან უმაღლეს ლიგაში ბოლოდან მესამე ადგილზეა. სხვათა შორის, იარაბეკის გუნდში მისვლის შემდეგ წამოიწია, თორემ თითქმის უიმედო აუტსაიდერი იყო ეს გუნდი. იარაბეკმა ოთხ მატჩში უხელმძღვანელა "ზლატე მორავცეს" და აქედან სამი გამარჯვებით დაასრულა.

პარუნაშვილიც და ჭანტურიშვილიც, ჯერჯერობით, ფიქრობენ სლოვაკურ ვარიანტზე.

0.174975