„ლივერპულის“ ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო წლის საუკეთესო ბრაზილიელ ლეგიონერად აღიარეს.
ბრაზილიურმა გამოცემა Esporte Interativo-მ ევროპაში მოთამაშე ბრაზილიელებს შორის საუკეთესოს გამოსავლენად გამოკითხვა გულშემატკივრებს შორის ჩაატარა. გამოკითხულთა 48%-მა ხმა სწორედ კოუტინიოს სასარგებლოდ დააფიქსირა.
მეორე ადგილზე „ბარსელონას“ შემტევი ნეიმარი გავიდა. მან ხმათა 33% მიიღო, ხოლო 14%-ით მესამე ადგილი მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელ მარსელოს ერგო.
მეოთხე-მეხუთე ადგილი შესაბამისად, 3 და 2 პროცენტით, დუგლას კოსტას და რობერტო ფირმინოს ერგოთ.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 მატჩში კოუტინიოს ანგარიშზე 5 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემაა.







