შარშანდელის მსგავსად, "ბენდელას თასი" კვლავაც "საბურთალომ" მოიგო. ბოლო წლებია, აფხაზეთში გმირულად დაღუპული ფეხბურთელის, ზაზა ბენდელიანის ხსოვნის ტურნირი 11-წლამდელთა გუდნებს შორის ტარდება. დღევანდელ ფინალში "საბურთალომ" "დინამოს აკადემიას" 2:0 მოუგო და ჩემპიონი გახდა.
საბურთალოელთაგან პირველი გოლი ლობჟანიძემ გაიტანა, მეორე გოლი კი გეგუჩაძემ მიითვალა. "საბურთალომ" ტურნირი ისე დაასრულა, ერთი გოლიც კი არ გაუშვია.
რაც შეეხება მესამეადგილოსანს, "საბურთალოს" სკოლამ მოიგო, რომელმაც პენალტების სერიაში "ლოკომოტივის" გუნდს აჯობა. დღესვე შედგა მინი-ფინალი, სადაც ჯგუფიდან მესამე-მეოთხე ადგილებზე გასულებმა იასპარეზეს. ნალჩიკის "სპარტაკმა" პენალტების სერიაში "დილას" მოუგო.
პრიზიორ გუნდებსა და ტურნირის გამორჩეულ ფეხბურთელებს ინდივიდუალური პრიზები გადაეცათ:
საუკეთესო მეკარე - ალექსი მირცხულავა (საბურთალო)
საუკეთესო მცველი - გიორგი ლობჟანიძე (საბურთალო)
საუკეთესო ნახევარმცველი - საბა გეგუჩაძე (საბურთალო)
საუკეთესო თავდამსხმელი - დავით გაბისონია (დინამო)
ტექნიკური ფეხბურთელი - გაბრიელ სიგუა (საბურთალო)
ტურნირის აღმოჩენა - ნიკოლოზ ხარაული (დინამო)
მაყურებელთა სიმპატია - მიხეილ ზეცაშვილი (საბურთალოს სკოლა)
მცირე ფინალის საუკეთესო ფეხბურთელი - ჯამბულატ მოლოვი (სპარტაკი ნალჩიკი)
ყველაზე პატარა ორგანიზატორი - კახა ჭუმბურიძე (პატარა)
ყველაზე მებრძოლი ფეხბურთელი - გიორგი მაღრაძე (საბურთალო-ბენდელა)
საუკეთესო მწვრთნელი - დავით იმნაძე (საბურთალო)
საუკეთესო ფეხბურთელი - სანდრო ავალიანი (საბურთალო)







