ფეხბურთი

17:20 | 25.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩინეთის გზას შესაძლოა დი მარიაც გაუყვეს

არგენტინის ეროვნული ნაკრების და "პარი სენ ჟერმენის" შემტევმა ანხელ დი მარიამ შესაძლოა კარიერა ჩინეთის ჩემპიონატში გააგრძელოს. როგორც ფრანგული L"Equipe იუწყება, ერთ-ერთი ჩინური კლუბი ფეხბურტელს და მის აგენტ ჟორჟე მენდეშს უკვე დაუკავშირდა და ჯერჯერობით მოლაპარაკების დეტალები უცნობია.

ჩინეთის ჩემპიონატში ევროპული გუნდებიდან ფეხბურთელების გადინება უკვე უცხო ხილი აღარაა. ბოლოს დაზუსტებული ინფორმაციით, აზიაში სათამაშოდ ლონდონის "ჩელსის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ოსკარი წავიდა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, პსჟ-ს თავკაცი უნაი ემერი ფეხბურთელის ასპარეზობით უკმაყოფილოა და შესაძლოა ამ ფაქტმაც განაპირობოს სამხრეთამერიკელის ჩინეთში გადაბარგება.

0.121749