ფეხბურთი

13:50 | 25.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი პრემიერლიგის ტიტულზე: "მოდი გავაკეთოთ ეს"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა SkySports-თან საუბრისას განაცხადა, რომ მისი გუნდი ბოლო 25 წლის განმავლობაში არ თამაშობდა და ახლა უკვე დროა "მერსისაიდელებმა" პრემიერლიგაში წარმატებას მიაღწიონ.

"ჩვენ ბოლო 25 წლის განმავლობაში არ ვიყავით. ჩვენ ახლა, ახალი თაობის ფეხბურთელებით ვთამაშობთ. ვცდით და ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ. საკმაოდ კარგი გუნდი გვყავს და კლუბის ხელმძღვანელობითაც კმაყოფილი ვართ, რადგან მათ ფეხბურთელების გაყიდვა არ სურთ. შეიძლება მოთამაშეებს მაღალ ხელფასებს არ ვაძლევთ, მაგრამ შეგვიძლია იმდენი გადავიხადოთ, რომ ისინი დარჩნენ. "ლივერპულში" ფანტასტიკური მომენტი გვიდგას და ეს პერიოდი უნდა გამოვიყენოთ."- განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.

"ლივერპული" ინგლისის პრემიერლიგის ჩემპიონი ბოლოს 1989 წელს გახდა. მას შემდეგ "მერსისაიდელებმა" ასოციაციის თასი სამჯერ, ხოლო ლიგის თასი ოთხჯერ მოიგეს. ლივერპულელებმა ჩემპიონთა ლიგა ერთხელ მოიგეს და ევროპულ ტურნირებზე კარგად თამაშობდნენ, მიუხედავად ამისა, გუნდმა პრემიერლიგაში გამარჯვება მაინც ვერ შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116035