ფეხბურთი

13:08 | 25.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფოსტერმა "ვესტ ბრომვიჩთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ინგლისის ეროვნული ნაკრების მეკარემ ბენ ფოსტერმა "ვესტ ბრომვიჩთან" კონტრაქტი 2019 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაციას კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ფოსტერი გუნდში პირველად იჯარის წესით 2011 წელს "ბირმინგემიდან" მოხვდა. ერთ წლის შემდეგ კი "ვესტ ბრომვიჩმა" ფეხბურთელი 5 მილიონ ევროს სანაცვლოდ გამოისყიდა. მიმდინარე სეზონში მეკარემ 17 შეხვედრა ჩაატარა და 21 გოლი გაუშვა. ბენმა მხოლოდ სამ მატჩში მოახერხა კარის მშრალად შენახვა. ფოსტერის სატრანსფერო ღირებულება 4 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107507