ჭადრაკი

21:22 | 24.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო  ჩემპიონატზე ქართველი მოჭადრაკეებიც იასპარეზებენ

25-დან 31 დეკემბრის ჩათვლით ყატარი რაპიდსა და ბლიცში მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამ ტურნირში ქართველი სპორტსმენებიც იასპარეზებენ.

ესენი არიან ვაჟთა შორის: ბაადურ ჯობავა (2702), ლევან ფანცულაია (2607), მიხეილ მჭედლიშვილი(2606), გიგა ყუფარაძე (2481).

ქალებში გამოვლენ: ნანა ძაგნიძე (2507), ნინო ბაციაშვილი (2489), ლელა ჯავახიშვილი (2461), მერი არაბიძე (2379), მაკა ფურცელაძე ( 2347),სოფიო გვეტაძე (2281).

ხვალ ტურნირის გახსნაა. შეხვედრები 26 დეკემბრიდან დაიწყება.

0.063629