უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა უეფას ჩემპიონთა ლიგის 2016 წლის აღმოჩენა ფეხბურთელებისგან სიმბოლური ნაკრები შეადგინა. თუმცა, არც მთავარი მწვრთნელი გამორჩენიათ და აღნიშნული ადგილი ზინედინ ზიდანს მიაკუთვნეს, რომელმაც “რეალს” უეფას ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.
აღსანიშნავია, რომ 11 ფეხბურთელიდან 5 გერმანულ გუნდებს წარმოადგენს. კერძოდ, სამი “დორტმუნდს”, ორიც “ბაიერნს”.
სხვა მხრივ კი, უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენების გუნდი შემდგეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: ალფონს არეოლა (პსჟ)
მცველები: სერხი რობერტო (“ბარსლეონა”), სამუელ უმტიტი (“ბარსელონა”), ვიქტორ ლინდელოფი (“ბენფიკა”)
ნახევარმცველები: ტომას ლემარი (“მონაკო”), ჯოშუა კიმიხი (“ბაიერნი”), რენატუ სანჩესი (“ბაიერნი”), რაფაელ გუერეირო (“დორტმუნდი”)
თავდამსხმელები: კრისტიან პულიშიჩი (“დორტმუნდი”), ანდრე სილვა (“პორტუ”), უსმან დემბელე (“დორტმუნდი”)
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი