ფეხბურთი

16:35 | 24.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

"პოგონმა" ცინცაძე დაადასტურა

დიდი ალბათობით, მათე ცინცაძე ახალი წლიდან შჩეცინის "პოგონის" ფეხბურთელი გახდება. "პოგონი" ექსტრაკლასაში (უმაღლესი ლიგა) მეშვიდე ადგილზეა. გასული სეზონი ამ გუნდში გაატარა ქართველმა ფორვარდმა ლადო დვალიშვილმა.

პოლონური კლუბის სპორტულმა დირექტორმა მაცეი სტოლიარჩიკმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს: "მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მოლაპარაკებების სტადიაში პროგრესი გვაქვს".

21 წლის ცინცაძე თბილისის "ლოკომოტივში" გაიზარდა, შემდეგ ქუთაისის "ტორპედოში" ითამაშა და ბოლო სეზონებია, თბილისის "დინამოში" ირჯება. ცინცაძეს ყველა ასაკობრივი ნაკრები გამოუვლია, შარშან კი ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი.

მათეს 31 დეკემბერს უმთავრდება "დინამოსთან" კონტრაქტი.

0.116978