ფეხბურთი

16:19 | 24.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: დრაქსლერი პსჟ-ს ფეხბურთელია

გერმანიის ნაკრებისა და “ვოლფსბურგის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი იულიან დრაქსლერი კარიერას საფრანგეთის ჩემპიონ “პარი სენ-ჟერმენში” გააგრძელებს. ამის შესახებ გერმანული გუნდის ტვიტერის გვერდი წერს.

დრაქსლერისა და პსჟ-ს შესახებ აქამდეც იწერებოდა, თუმცა, ახლა ყველაფერმა ოფიციალური სახე მიიღო. 23 წლის გერმანელი მოთამაშე პარიზში იანვარში გადაბარგდება.

იულიან დრაქსლერი “ვოლფსბურგში” 2015 წლის ზაფხულში ჩაირიცხა და მას შემდეგ 45 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

0.118629