ჭადრაკი

11:39 | 24.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

გურგენიძის თასი ედიშერაშვილმა მოიგო

ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა ქართველ ვაჟთა შორის პირველი საერთაშორისო დიდოსტატის, ბუხუტი გურგენიძის სახელობის თასის გათამაშება.

ტურნირი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა. 7,5 ქულით პირველი ადგილი და მთავარი პრიზი ალექსანდრე ედიშერაშვილმა მოიპოვა. 7,0 ქულით მეორე ადგილზე რამაზ ენდელაძე გავიდა, ხოლო მესამეზე - სერგო ცომაია, რომლის ანგარიშზეც 6,5 ქულაა.

0.10694