ჭადრაკი

11:28 | 24.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჭოლაძემ საჭადრაკო ტურნირი მოიგო

ქალაქ ვანდიოვრში (საფრანგეთი) დასრულდა ტრადიციული საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, რომელშიც ორი ქართველი მოჭადრაკე მონაწილეობდა - თორნიკე სანიკიძე და მარიამ თევზაძე.

რეიტინგების მიხედვით მოჭადრაკეები ,,A’’ და ,,B’’ ჯგუფებში იყვნენ გადანაწილებულნი. სანიკიძე პირველ, ხოლო თევზაძე მეორე ჯგუფში გამოდიოდა. ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა. კარგად ითამაშა თევზაძემ, რომელმაც მასპინძელთა წარმომადგენელ არნო დანჟუასთან თანაბრად, 8,5 ქულა დააგროვა და უკეთესი მაჩვენებლით პირველი ადგილი დაიკავა. 7,0-7,0 ქულით მესამე-მეხუთე ადგილები ფრანგმა მოჭადრაკეებმა ჟულიეტ გერენმა, ჟოზეფ რებუდიმ და კრისტოფერ კარბონემ გაინაწილეს.

რაც შეეხება სანიკიძეს, მან მხოლოდ 6,5 ქულა დააგროვა და ტურნირის სამ მონაწილესთან ერთად მეოთხე-მეშვიდე ადგილები გაიყო. პირველი ადგილი კი სერგეი ფედორშუკმა (უკრაინა) დაიკავა, რომელმაც ყველაზე მეტი, 8,0 ქულა მოიპოვა. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა ანდრეი ჟიგალკო (ბელარუსი), ხოლო 7,0 ქულით მესამე ადგილი მასპინძელთა წარმომადგენელმა პიერ პლეტიმ დაიკავა.

0.112907