საქამრთველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდ “დინამო” თბილისში მატებაა. როგორც დედაქალაქური გუნდის ვებგვერდი გვამცნობს, ამიერიდან კლუბის ღირსებას ოთხი ახალი ფეხბურთელი დაიცავს: 22 წლის საყრდენი ნახევარმცველი ბაქარ ქარდავა, რომელიც აქამდე “ცხინვალში” ირჯებოდა. 22 წლის მცველი გია ჩადუნელი ლანჩხუთის “გურიადან”, 23 წლის მცველი საბა თავაძე “საპოვნელაში” გამოდიოდა.
ასევე, “დინამოს” გორის “დილადან” დაუბრუნდა მეკარე გიორგი ბეგაშვილი, ხოლო 17 წლის გიორგი ჩაკვეტაძემ არსებული ხელშეკრულება ერთი წლით გაახალგრძლივა. დანარჩენ ზემოხსენებულ ფეხბურთელებთან კი, სამწლიანი კონტრაქტები გაფორმდა.
გარდა მომსვლელებისა, გუნდი დატოვეს უჩა ლობჟანიძემ, ზაზა ჭელიძემ, აკაკი ხუბუტიამ და გიორგი ლომაიამ. ამ უკანასკნელმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ “დინამო” ჯაბა ჯიღაურმა, ვლადიმერ დვალიშვილმა, ნუკრი რევიშვილმა და რენე ფერეირამაც დატოვეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სწორად გაუთვლია.
იცოდა სკამის გასათბობად მოუწევდა ჩასვლა და სულელი ხომ არაა ამხელა კაციი
არდაც მასე უნდა მოქცეულიყო
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
ნეგრედო რაჯანდაბად გვინდა:დ? სათადარიგო სკამის სახეხად? ერთი თავდამსხმელი გვჭირდება მაგრამ ახალგაზრდა და პერსპეკტიული მუნირის იმედი ნაღდად არმაქვს მაგისგან ექსტრა კლასის თავდამსხმელი არდადგება
რატო არ დადგება? აბა რამე საშუალო გუნდში მოხვდეს თU არ გამოიჩენს თავს. ეგრე მორატაც არ ეიმედებოდათ რეალში და ხო ნარე იუვეში რაც ქნა, დრო არ აქვს უბრალოდ მუნირს რომ თავი წარმოაჩინოს.