აფრიკის საფეხბურთო კონფედერაციამ 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე წარდგენილი სამი ნომინანატი დაასახელა. ტიტულისთვის იბრძოლებენ: “ლესტერისა” და ალჟირის ეროვნული ნაკრების ფორვარდი რიად მაჰრეზი, დორტმუნდის “ბორუსიას” გაბონელი თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი და “ლივერპულის” სენეგალელი ნახევარმცველი სადიო მანე.
გამოვლინდა აფრიკაში მოთამაშეთა საუკეთესო სამეულიც:
დენის ონიაგო (უგანდა/”მამელოდი სანდაუნზი”), ჰამა ბილატი (ზიმბაბვე/”მამელოდი სანდაუნზი”), რაინფორდ კაბალა (ზამბია/”მეზემბე”).
აფრიკის საფეხბურთო კონფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გამარჯვებულები 2017 წლის 5 იანვარს, ნიგერიის დედაქალაქ აბუჯაში დანიშნულ საზეიმო ღონისძიებაზე გამოვლინდებიან.
გასულ წელს აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ობამეიანგმა მოიპოვა.
აქვე შეგახსენებთ, რომ საუკეთესო აფრიკელ ფეხბურთელს ყოველწლიურად BBC-ც ავლენს და წელს რჩეული რიად მაჰრეზი გახდა. გამოკითხვაში მაჰრეზის კონკურენტები ობამეიანგთან და მანესთან ერთად, ანდრე აიუ და იაია ტურე იყვნენ.