კალათბურთი

12:45 | 23.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

“კლიპერსმა” “სან ანტონიოს” აჯობა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხუთი მატჩი გაიმართა.

დღის ცენტრალური თამაში ლოს ანჯელესში გაიმართა, სადაც “კლიპერსმა” “სან ანტონიო” 106:101 დაამარცხა. მატჩის დასაწყისშივე “კლიპერსი” დაწინაურდა და შეხვედრაც ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა. კალიფორნიელებმა გუნდური კალათბურთი ითამაშეს, ექვსმა კალათბურთელმა 11 და მეტი ქულა ჩააგდო, მათ შორის ყველაზე მეტი, 19 ქულა კრის პოლის ანგარიშზეა, ხოლო “სან ანტონიოში” 27 ქულით კავაი ლეონარდი გამოირჩა. “სან ანტონიო” 23 მოგებითა და 7 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა, მესამე ადგილს კი 22 მოგებითა და 8 მარცხით “კლიპერსი” იკავებს.

“ინდიანა” შინ “ბოსტონთან” 102:109 დამარცხდა. მატჩში გადამწყვეტი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ბოსტონელება 29:9 მოიგეს. შეხვედრაში ყველზე მეტი, 31 ქულა “ინდიანას” გამთამაშებლის, ჯეფ ტიგის ანგარიშზეა. “ბოსტონში” 28 ქულით აიზია თომასი გამოირჩა. “ბოსტონი” 17 მოგებითა და 12 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა.

“ინდიანა” – “ბოსტონი” 102:109 (31:22, 9:29, 27:26, 35:32)

https://www.youtube.com/watch?v=zw8AINl6e60

“ბრუკლინი” – “გოლდენ სტეიტი” 101:117 (34:33, 31:16, 19:39, 17:29)

“ნიუ იორკი” – “ორლანდო” 106:95 (27, 30:28, 24:25, 25:23)

https://www.youtube.com/watch?v=71u9yfxhcXM

“მაიამი” – “ლეიკერსი” 115:107 (17:25, 36:35, 29:20, 33:27)

https://www.youtube.com/watch?v=IZuZSXoKsBY

“კლიპერსი” – “სან ანტონიო” 106:101 (27:22, 30:23, 24:28, 25:28)

https://www.youtube.com/watch?v=B11b9HoxTu0

თეგებინბა
0.114563