ფეხბურთი

13:33 | 23.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში ყველაზე ხშირად აზარზე ჯარიმდებიან

ინგლისური პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე ხშირად ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველ ედენ აზარის წინააღმდეგ თამაშისას ჯარიმდებიან. გამოცემა The Sun-ის მიერ შეკრებილი სტატისტიკური მონაცემებით ირკვევა, რომ ბელგიელი ფეხბურთელი ჩატარებულ 16 მატჩში თამაშის წესის დარღვევით 54-ჯერ შეაჩერეს.

ამ მხრივ მეორე ადგილზე აზარის თანაგუნდელი, დიეგო კოშტაა. ლონდონელთა ფორვარდის წინააღმდეგ 17 მატჩში 46 ჯარიმა ფიქსირდება. სამეულშია “კრისტალ პალასის” ნახევარმცველი უილფრიდ ზაჰა (44 ჯარიმა). 40 ჯარიმა გამოიმუშავა ადამ სმიტმა (“ბორნმუთი”), მეხუთე-მეექვსე ადგილებზე “ლივერპულელი” სადიო მანე და “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი პოლ პოგბა იმყოფებიან, რომელთა წინააღმდეგ მეტოქეები 37-ჯერ დაჯარიმდნენ.

0.114104