ფეხბურთი

10:30 | 23.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძე: "გასახდელში რუსები და ლეგიონერები ერთმანეთში ჩხუბობდნენ"

ცნობილი რუსული გამოცემა “სპორტ-ექსპრესი” ყოველ პარასკევს მკითხველს სთავაზობს რუბრიკას, სადაც რესპონდენტები მხოლოდ სიმართლეს ამბობენ. სხვანაირად რომ ვთქვათ, გულწრფელად საუბრობენ. ამჯერად რუბრიკის სტუმარი ქართველი ჯანო ანანიძე გახლდათ, რომელმაც გაიხსენა, რომ 2011 წელს გროზნოს “ტერეკთან” მატჩის შესვენებაზე “სპარტაკის” ფეხბურთელებმა გასახდელში იჩხუბეს – რუსები ლეგიონერების წინააღმდეგ...

“გროზნოში 2011 წელს “სპარტაკის” ფეხბურთელებმა ერთმანეთში იჩხუბეს. ტუალეტში ვიყავი, გასახდელში შესულს კი, ასეთი ამბავი დამხვდა: 8 კაცი ჩხუბობდა, ერთ მხარეს რუსები იყვნენ, მეორე მხარეს – ლეგიონერები. თავიდან პარეხა და კომბაროვი წაკიკლავდნენ.

ვინ გაიმარჯვა? ფრედ დასრულდა. მალევე გავაშველეთ. იმ თამაშს 0:2 ვაგებდით და 4:2 მოვიგეთ. პარეხა და კომბაროვი კი, თვითმფრინავში შერიგდნენ და გამარჯვება ერთად აღნიშნეს”, - გაიხსენა ჯანომ.

მატჩს, რომელიც ანანიძემ გაიხსენა, “ტერეკი” ასილდაროვისა და მაურისიოს გოლებით პირველი ტაიმის მერე 2:0 იგებდა. თუმცა, მეორე ნახევარში “სახალხო გუნდმა” 4 გოლი გაიტანა: კომბაროვმა, არიმ, ძიუბამ და ველინტონმა.

0.118166