ფეხბურთი

0:00 | 23.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერ სიტი” ვან დეიკით ინტერესდება

“მანჩესტერ სიტი” ჰოლანდიის ნაკრების და “საუთჰემპტონის” ცენტრალური მცველით ვირჯილ ვან დეიკით ინტერესდება – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily mail–ი.

ხოსეპ გვარდიოლა დაცვის თამაშით უკმაყოფილოა და მაღალი დონის უკანახაზელის დამატება სურს. კვლავ ხშირად ტრავმიანობს ვინსენტ კომპანი. ამიტომაც, ესპანელს მისი შემცვლელის პოვნა აუცილებლად მიაჩნია.

ვირჯილს “საუთჰემპტონთან” მოქმედი კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. მან მიმდინარე სეზონში “წმინდანების” მაისური 24-ჯერ მოირგო და 2 გოლი გაიტანა.

0.09836