სანდრო კობახიძე შესაძლოა, ლუგანსკის "ზორიაში" გადავიდეს. როგორც შევიტყვეთ, "ზორია" უახლოეს დღეებში კონტრაქტის პირობებს გააცნობს ფეხბურთელს, რომელიც "ვორსკლაში" ერთ-ერთი საუკეთესოა.
"ვორსკლას" ფინანსური პრობლემები აქვს და შესაძლოა, კობახიძის სანაცვლოდ თანხა საერთოდ ვერ მიიღოს. საქმე ისაა, რომ "ვორსკლა" ფეხბურთელებს კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებს ვერ უსრულებს, ამ შემთხვევაში კი შესაძლოა ორმხრივი შეთანხმებით მოხერხდეს ხელშეკრულების გაწყვეტა.
"ვორსკლა" უკრაინის პრემიერლიგის ცხრილის შუაშია, "ზორია" კი მესამე პოზიციაზეა. ლუგანსკის გუნდში, როგორც იცით, ჯაბა ლიპარტია თამაშობს.