არგენტინის 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენად ჩოგბურთელი ხუან მარტინ დელ პოტრო დაასახელეს. აღნიშნულ ინფორმაციას არგენტინული მედია ავრცელებს.
დელ პოტრომ 2016 წელს დევისის თასი მოიგო, რიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიგო.
დელ პოტრო არგენტინის წლის საუკეთესო სპორტსმენი 2009 წელსაც გახდა, მაშინ როცა ხუან მარტინმა ამერიკის ღია პირველობა მოიგო.