კალათბურთი

18:55 | 22.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლეიკერსი” შაკს ძეგლს დაუდგამს

“ლეიკერსმა” ლეგენდარული შაკილ ონილის ქანდაკების გახსნა 2017 წლის 24 მარტისთვის დააანონსა, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ქანდაკება 544 კილოგრამს იწონის და 2.7 მეტრის სიმაღლისაა.

შაკი მეოთხე კალათბურთელია, ვისაც კალიფორნიული კლუბი ძეგლს დაუდგამს. აქამდე მსგავსი პატივი ჯერი უესტმა, მეჯიქ ჯონსონმა და ქარიმ-აბდულ ჯაბარმა დაიმსახურეს.

ონილი “ლეიკერსის” ღირსებას 1996-2004 წლებში იცავდა და გუნდთან ერთად სამჯერ გახდა ნბა-ს ჩემპიონი.

0.111915