სხვა

15:36 | 22.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

24-25 დეკემბერს საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის გათამაშების პირველი ეტაპი გაიმართება

საქართველოს სათხილამურო ფედერაცია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, გენერალური სპონსორი კომპანია"სილქნეტისა“ და მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით, 24 და 25 დეკემბერს მესტიაში 2016-2017 წლის საქართველოს თასის პირველ ეტაპს (გიგანტური სლალომი და სლალომი) ახლად გახსნილ ,,თეთნულდის“ ტრასაზე ჩაატარებს.

თეთნულდის ფერდობი ერთ-ერთი საუკეთესო საშეჯიბრო სივრცედ არის მიჩნეული.

საქართველოს ახალი სამთო-სათხილამურო ტრასა - ,,თეთნულდი“ საქართველოს თასის გათამაშების ეტაპის ჩატარებით გაიხსნება.

სპორტსმენი გოგონები და ვაჟები, როგორც ყოველთვის, სამ ასაკობრივ ჯგუფში განაწილდებიან:

ბავშვები I, დაბადების წელი 2003-2004

ბავშვები II, დაბადების წელი 2001-2002

მოზრდილები და იუნიორები, დაბადების წელი 2000 და უფროსი ასაკი.

შეჯიბრების დასასრულს სპორტსმენები საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდებიან.

სვანეთში ზამთრის სეზონის გახსნას საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციაც შემოუერთდა, სვანეთში 24 დეკემბერს მთელი დღის მანძილზე სხვადასხვა ღონისძიებები იგეგმება.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრესსამსახური

0.106311