ფეხბურთი

15:05 | 22.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

წლის ბოლო განახლება ფიფას რეიტინგში

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ (ფიფა) ეროვნულ ნაკრებთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ცვლილებები არ შეხებია პირველ ათეულს - 2016 წელი რეიტინგის სათავეში დაასრულა არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა, რომელსაც კვალში ბრაზილიისა და გერმანიის ნაკრებები უდგანან.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმირ ვაისის გუნდს ამ თვეში თამაში არ ჰქონია, “ჯვაროსნებმა” ერთი პოზიციით წინ წაიწიეს და 22 დეკემბრის მონაცემებით 118-ე ადგილზე იმყოფებიან.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქეთაგან პოზიცია მხოლოდ მოლდოვის ნაკრებმა შეიცვალა, რომელიც 162-დან 164-ე ადგილამდე დაქვეითდა.

1. არგენტინა - 1634

2. ბრაზილია - 1544

3. გერმანია - 1433

4. ჩილე - 1404

5. ბელგია - 1368

6. კოლუმბია - 1345

7. საფრანგეთი - 1305

8. პორტუგალია - 1229

9. ურუგვაი - 1187

10. ესპანეთი - 1166

...

12. უელსი - 1121

23. ირლანდია - 858

31. ავსტრია - 773

44. სერბეთი - 647

118 (+1). საქართველო - 281

164 (-2). მოლდოვა - 138

რეიტინგი სრულად

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110533