მაიკლ დიქსონის აეკ-მა ჩემპიონთა ლიგის მორიგი მატჩი სტამბოლში „ბეშიქთაშთან“ გამართა და 14 ქულით - 68:82 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ათნური გუნდის სასტარტო ხუთეულში იყო და 31:06 წუთში 10 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
დიქსონმა 6-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო. ათენელთა რიგებში 15 ქულით ყველაზე შედეგიანი მილოშევიჩი იყო, უკიჩმა და საკოტამ კი 11-11 ქულა ჩააგდეს.
აეკ-ს ათ ტურში 6 მოგება და 4 მარცხი მოუგროვდა და E ჯგუფში მე-3 ადგილამდე დაქვეითდა, ლიდერი კი სწორედ “ბეშიქთაშია”, რომელსაც 8 გამარჯვება აქვს.
ჩემპიონთა ლიგაში დიქსონის კლუბი მომდევნო მატჩს უკვე 2017 წლის 4 იანვარს, იტალიაში, “სასარის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
gbf.ge