კალათბურთი

11:27 | 22.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს

გაირკვა 3X3 კალათბურთში თვრამეტწლამდელთა მსოფლიოს მეექვსე ჩემპიონატის მონაწილე ოცი გუნდის ვინაობა, რომელთა შორის საქართველოს ნაკრებიც მოხვდა. აღნიშნულ ტურნირს 2017 წლის 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით ჩინეთის ქალაქი ჩენგდუ უმასპინძლებს.

საქართველოსთან ერთად ჩინეთში მსოფლიო ჩემპიონატზე თურქეთის, უგანდის, უკრაინის, თურქმენეთის, ბელგიის, ბაჰრეინის, უნგრეთის, ჩინეთის, ყირგიზეთის, ინდონეზიის, ისრაელის, ჰოლანდიის, სამხრეთ კორეის, სლოვენიის, რუმინეთის, ფილიპინების, ახალი ზელანდიის, პოლონეთისა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ყატარის ნაკრები გუნდები გამოვლენ.

თუ არ ჩავთვლით ყატარს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე როგორც მოქმედი ჩემპიონი ისე მიიწვიეს, ტურნირის ყველა მონაწილე საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით შეირჩა.

საქართველოს ნაკრებმა დავით აფხაზავას, გიორგი კორსანტიას, ნიკა დარბაიძისა და ნიკოლოზ ლოლიშვილის შემადგენლობით პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე 2016 წელს ყაზახეთში სცადა ბედი. ჯგუფურ ეტაპზე ჩვენმა გუნდმა თურქეთს 15:11 აჯობა, ჩინეთს 19:8, ხოლო ანდორას 17: 12 მოუგო, მხოლოდ ერთი შეხვედრა წააგო პირველ ადგილზე გასულ არგენტინასთან 8: 14 და მომდევნო ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. მეოთხედფინალში ქართველი კალათბურთელები იტალიასთან 14: 17 დამარცხდნენ და საბოლოოდ მერვე ადგილი დაიკავეს.

0.129224