კალათბურთი

11:04 | 22.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას ხუთიანები "ბარსელონასთან" მოგებულ მატჩში

გამარჯვებათა სერიას განაგრძობს თორნიკე შენგელიას „ბასკონია“. ევროლიგაში ვიტორიელებმა ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგეს. ქართველი ფორვარდის გუნდმა „ბარსელონა“ დაძაბულ ბრძოლაში - 65:62 დაამარცხა.

ქართველ ფორვარდს ბევრი არ უთამაშა. შენგელია მატჩის მეხუთე წუთზე ჩაერთო თამაშში და მოედანზე 12:05 წუთი გაატარა, რა დროშიც 5 ქულა, 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 პასი მოაგროვა. თორნიკემ 7-დან 2 ორქულიანი და საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.

ბასკური კლუბის რიგებში საუკეთესო ფრანგი როდრიგ ბობუა იყო 19 ქულით, ამერიკელმა შეინ ლარკინმა კი 14 ქულა მიითვალა. ამავე მატჩში შედგა “ბასკონიას” რიგებში ვეტერანი არგენტინელის – პაბლო პრიჯიონის დაბრუნებაც, თუმცა, იგი უქულოდ დარჩა.

„ბასკონიას“ 9 გამარჯვების წილ 4 მარცხი აქვს და მადრიდის “რეალთან” და პირეოსის “ოლიმპიაკოსთან” ერთად მეორე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს. მომდევნო მატჩი ვიტორიელებს 23 დეკემბერს ათენში, „პანათინაიკოსთან“ ელით.

gbf.ge

0.121071