ფეხბურთი

10:44 | 22.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის “დინამო” ორ ლეგიონერს დაემშვიდობა

საქართველოს უმაღლესი ლიგის გასული სეზონის ბრინჯაოს მედალოსანი ბათუმის “დინამო” ორ ფეხბურთელს დაემშვიდობა. აჭარული კლუბის ვებგვერდის ინფორმაციით, ამიერიდან “დინამოს” ღირსებას ბახტიარ გაბდოლინი და ლაზარ მარინოვიჩი აღარ დაიცავენ.

ყაზახ ლეგიონერს საიჯარო ხელშეკრულება დაუმთავრდა, ხოლო მარიანოვიჩს კონტრაქტი, რომლებიც არ გახანგრძლივდა.

21 წლის გაბდოლინმა “დინამოს” შემადგენლობაში ერთი მატჩი ჩაატარა, მარიანოვიჩმა კი, 9 თამაშში მიიღო მონაწილეობა და გოლი ერთხელ გაიტანა.

0.118748