ანდალუსიური “ბეტისის” ვინგერი ხოაკინ სანჩესი 2017 წლის სტარტს გამოტოვებს – იუწყება ცნობილი პორტალი Football Espana.
ვეტერანმა მოთამაშემ პარასკევს “ალავესთან” წაგებული (0:1) საგარეო მატჩის 41-ე წუთზე ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. როგორც გაირკვა, ხოაკინს მარცხენა ფეხის კუნთი აქვს დაზიანებული და 2017 წლის დასაწყისში თამაშს ვერ შეძლებს.
35 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში “ბეტისის” მაისური 16-ჯერ მოირგო, 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.