დასრულდა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი PUREGOLDINTERNATIONAL CHESS CHALLENGE, რომელსაც ფილიპინები მასპინძლობდა. აღნიშნულ ტურნირში სხვებთან ერთად ქართველი მოჭადრაკეები ლევან ფანცულაია, მიხეილ მჭედლიშვილი და მერაბ გაგუნაშვილი მონაწილეობდნენ. ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით, ცხრა ტურად ჩატარდა.
ქართველი მოჭადრაკეებიდან ყველაზე დიდ წარმატებას ფანცულაიამ მიაღწია, რომელმაც 6,5 ქულა დააგროვა, ტურნირის გამარჯვებულ ვან ჰაოს(ჩინეთი) ნახევარი ქულით ჩამორჩა და მეორე ადგილი დაიკავა. გაგუნაშვილმა, ვლადისლავ კოვალევმა (ბელარუსი) და ანტონ დემჩენკომ(რუსეთი) 6,0-6,0 ქულა დააგროვეს. უარესი კოეფიციენტის გამო გაგუნაშვილს მეხუთე ადგილი ერგო. რაც შეეხება მჭედლიშვილს, მან 5,5 ქულით ასპარეზობა მერვე ადგილზე დაასრულა.