ფეხბურთი

19:03 | 21.12.2016 | ნანახია 2405 - ჯერ

ბურაქ ილმაზმა ავტობუსის მძღოლთან იჩხუბა (+VIDEO)

“გალათასარაის” ყოფილი ფეხბურთელი, თურქეთის ეროვნული ნაკრების წევრი ბურაქ ილმაზი, რომელიც ამჟამად ჩინეთში თამაშობს, შარში გაეხვია. თურქული მედიის ინფორმაციით, 31 წლის ფეხბურთელმა ავტობუსის მძღოლის ცემა დააპირა. თუმცა, განზრახვაზე ხელის აღება ქუჩაში მყოფი ადამიანების ძალისხმევით მოუწია.

ინციდენტი სტამბულში მოხდა. ილმაზმა მიმავალ ავტობუსს, რომელმაც ახლოს ჩაუარა, ხელი დაარტყა, ხოლო მძღოლმა სამოქალაქო ტრანსპორტი გააჩერა, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. საბოლოოდ, ავტობუსის მძღოლმა თავი ხელკეტით დაიცვა.

აღსანიშნავია, რომ ბურაქ ილმაზი ასეთ ამბავში პირველად არ გახვეულა – 2012 წელს, როდესაც “ტრაბზონსფორში” გამოდიოდა, ბექირ ირტეგუნთან და სელჩუკ ინანთან ერთად ღამის კლუბში იჩხუბა.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:08 | 22.12.2016
sbatumi (187)

ხედავთ რამომხდარა?ნწნწნწ

00:01 | 22.12.2016
owena (57)

ფხოდი..............

20:22 | 21.12.2016
სანდრო მელუა (438)

Tqveni dampali sisxli fxodi

19:45 | 21.12.2016
ilia_juventus (2091)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=bTWlA6xaV1M')>0?'https://www.youtube.com/watch?v=bTWlA6xaV1M':'https://www.youtube.com/watch?v=bTWlA6xaV1M'))

19:38 | 21.12.2016
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

Rato ar mout..es patroni?!

20:28 | 21.12.2016
ogafa (10230)

გადარჩა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126247