ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” შინ “იუტა” 104:74 გაანადგურა. ზაზა ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 15 წუთი დაჰყო, ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 2 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი შესძინა. ზაზამ ერთი ორქულიანი ააცილა და ორიდან ორივე საჯარიმო სროლა ჩააგდო.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას “გოლდენ სტეიტმა” მეტოქე ოთხივე პერიოდში იოლად დაამარცხა. მატჩში ყველაზე მეტი 25 ქულა სტეფ კარის ანგარიშზეა. ხოლო “იუტაში” ყველაზე მეტი 14 ქულა ჯო ჯონსონს ჰქონდა.
“გოლდენ სტეიტი” 25 მოგებით და 4 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა. მომდევნო შეხვედრაში “მეომრები” 23 დეკემბერს გასვლაზე “ბრუკლინს” დაუპირისპირდებიან, თამაში თბილისის დროით 04:30 საათზე დაიწყება.