ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში „ტორონტოს” ლიდერი დემარ დეროზანი და აღმოსავლეთში “ჰიუსტონის” კალათბურთელი ჯეიმს ჰარდენი დაასახელეს.
გასულ კვირას „ტორონტომ“ 4-დან სამი შეხვედრა მოიგო, დეროზანი კი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 31.5 ქულას, 4.5 მოხსნას და 3.5 პასს აკეთებდა.
„ჰიუსტონმა“ კი ოთხივე შეხვედრა მოიგო, ჰარდენი საშუალოდ ერთ მატჩში 27 ქულას, 12.8 პასს, 9.8 მოხსნას და 1 ჩაჭრას აკეთებდა.