ლოს ანჯელეს “კლიპერსის” ფორვარდი ბლეიკ გრიფინი პარკეტზე 5-6 კვირა ვეღარ გავა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, გრიფინს მარჯვენა მუხლის ტრავმა აწუხებს, რაზეც რამდენიმე დღეში ოპერაცია უნდა გაიკეთოს.
ბლეიკი მიმდინარე სეზონში საშუალოდ ერთ შეხვედრაში 21 ქულას, 8.9 მოხსნას და 4.6 პასს აკეთებს.