ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2017 წლის “ყველა ვარსკვლავის” მატჩისთვის მოთამაშეებს გულშემატკივრების გარდა, წელს თავად კალათბურთელები და მედიის წარმომადგენლებიც აირჩევენ.
პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდება, გულშემატკივრები კალათბურთელთა 50%-ს აარჩევენ, ხოლო კალათბურთელები და ჟურნალისტები 25-25%.
შეგახსენებთ, რომ “ოლ სტარი” 2017 წელის 19 თებერვალს “ნიუ ორლეანში” გაიმართება. გულშემატკივრები კი ხმის მიცემას 24 დეკემბერიდან შეძლებენ.