მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ენდი მარეი BBC-ის ვერსიით ბრიტანეთის 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენია. ენდიმ აღნიშნული ტიტული მესამედ მოიპოვა (2013, 2015, 2016).
მარეიმ დაჯილდოვების ცერემონიალზე მცირე კომანტარი გააკეთა: “ძალიან ამაყი ვარ, რომ ეს ტიტული მოვიპოვე. მადლობა ყველას ვინც ხმა მომცა. მინდა ასევე მადლობა ვუთხრა ჩემს ოჯახს”.
2016 წელს მარეიმ უიმბლდონი და რიოს ოლიმპიადა მოიგო და რეიტინგში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.